ფეხბურთი

21:26 | 7.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

კამბიასო ახალგაზრდა თანაგუნდელმა შეაქო

“ლესტერის” ფეხბურთელმა მეტ ჯეიმსმა ვეტერანი თანაგუნდელის ესტებან კამბიასოს შესახებ ისაუბრა. ახალგაზრდა მოთამაშემ გამოცდილი თანაგუნდელის მისამართით დადებითი ეპითეტები დაიშურა.

“როდესაც ბავშვი ვიყავი, კამბიასო “რეალსა” და “ინტერში” თამაშობდა. საოცარია, დღეს ერთად ვთამაშობთ. თამაშისა თუ ვარჯიშის დროს მისგან უდიდეს გამოცდილებას ვიძენ. არგენტინელი დიდებული ფეხბურთელია.”

“ჩვენს გუნდში ბევრი ახალგაზრდაა, ხოლო ვეტერან არგენტინელს ჩვენს თამაში ერთგვარი ბალანსი შემოაქვს და გამოუცდელობით დაშვებული შეცდომების გამოსწორებაში გვეხმარება.” – აღნიშნა 23 წლის ინგლისელმა.

“მანჩესტერ იუნაიტედის” საფეხბურთო სკოლის აღზრდილი ჯეიმსი 2012 წლიდან ლესტერელთა მაისურით თამაშობს. “ლესტერში” გადასვლამდე გარკვეული პერიოდი “პრესტონში” იყო განათოვრებული, რადგან სერ ალექს ფერგიუსონის გუნდში თამაში არ უწევდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112121