ფეხბურთი

23:58 | 21.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიოს ყველაზე სამარცხვინო წაგება კარიერაში: "რომა" "ბოდო გლიმტთან" 1:6 დამარცხდა

უეფას კონფერენს ლიგის მესამე ტურში იტალიური „რომა“ ნორვეგიაში „ბოდო გლიმტს“ ესტუმრა და აშკარა ფავორიტად მიიჩნეოდა, მითუფრო საწყის ორ ტურში იოლად ჰქონდა მოგებული.

თუმცა, ჟოზე მოურინიოს გუნდს თავს ნამდვილი კოშმარი გადახდა - „რომამ“ 1:6 წააგო! „ჯალოროსისთვის“ მსგავსი ანგარიშით წაგება უცხო ნამდვილად არ არის, მაგალითად ამ საუკუნეში „მანჩესტერთან“, „ბაიერნთან“ და „ფიორენტინასთან“ წააგეს 1:7, მაგრამ „ბოდო გლიმტის“ კალიბრის გუნდთან ასეთი ალიყური მაინც მოულოდნელია.

„რომასთვის“ თუ ეს ყოველივე პირველი არ არის, აი, მოურინიოს სამწვრთნელო კარიერიაში ნამდვილად ყველაზე სამარცხვინო მარცხია. მოურინიოს გაწვრთნილმა გუნდმა პირველად გაუშვა თამაშში 6 გოლი, არადა, ეს იყო პორტუგალიელის 1008-ე მატჩი მთავარი მწვრთნელის რანგში!

როგორც ნამატჩევს მოურინიომ თქვა, შეცდომა თვითონ დაუშვა, რომ მეტოქე სათანადოდ ვერ შეაფასა და შემადგენლობა გადაახალისა, მათ ჩვენზე ხარისხიანი გუნდი ჰყოლიათო...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120135