ფეხბურთი

20:19 | 21.10.2021 | ნანახია NaN - ჯერ

ბლინდი ჩემპიონთა ლიგის ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის საუკეთესო ფეხბურთელად ამსტერდამის „აიაქსის“ მცველი დელეი ბლინდი დასახელდა.

ნიდერლანდელმა „დორტმუნდის“ წინააღმდეგ შესანიშნავად ითამაშა და მეტოქის კარში გოლის გატანაც მოახერხა, უეფას ვებგვერდზე ჩატარებულ გამოკითხვაში კი ყველას აჯობა.

მეორე ადგილი ერგო „სპორტინგის“ მცველ სებასტიან კოატესს, რომელმაც „ბეშიქთაშთან“ დუბლი შეასრულა, მესამეზე „ზალცბურგის“ შვეიცარიელი ფორვარდი ნოა ოკაფორი გავიდა, ვინც ასევე ორი გოლი გაიტანა „ვოლფსბურგთან“, ხოლო „ლივერპულის“ მეკარე ალისონ ბეკერი მეოთხე ადგილს დასჯერდა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

07:18 | 09.09.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

მეჩვენება თუ ლუქსემბურგსაც აქვს გასვლის შანსი, მოკლეთ ყველამ ისწავლა თამაში ჩვენს გარდა

03:29 | 09.09.2023
alfadhirhaiti (7530)

სლოვაკეთი მაგარი ჩახრამულია, მაგრამ ისეთ ჯგუფში ჩასვეს, რო შეიძლება უნებლიედ გავიდნენ მეორე ადგილზე.

02:27 | 09.09.2023
Z.LO (802)

საინტერესო ცხრილია

0.065735