ფეხბურთი

19:07 | 21.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

პიკემ რობერტო კარლოსის მიღწევა გაიმეორა

კატალონიის „ბარსელონას“ მცველმა ჟერარ პიკემ რობერტო კარლოსის მიღწევა გაიმეორა. ესპანელმა ფეხბურთელმა კიევის „დინამოსთან“ გამარჯვების გოლი გაიტანა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე მისთვის მე-16 გამოდგა.

პიკე რობერტო კარლოსს დაეწია და ორივე ფეხბურთელს 16-16 გოლი აქვთ გატანილი, რაც ჩემპიონთა ლიგაზე მცველებს შორის სარეკორდო მაჩვენებელია. საინტერესოა, რომ ხუთეულში მხოლოდ ისეთი ფეხბურთელები არიან, რომელთა სახელი ძირითადად „ბარსელონასა“ და „რეალთან“ ასოცირდება.

ჟერარ პიკე - 16 გოლი

რობერტო კარლოსი - 16 გოლი

სერხიო რამოსი - 15 გოლი

ივან ელგერა - 15 გოლი

დანი ალვეში - 12 გოლი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114692