ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის საუკეთესო გოლად „რეალის“ ჭაბუკი შემტევის, ვინისიუსის „შახტარის“ კარში (0:5) გატანილი ბურთი დაასახელეს.
მეორე ადგილზე ინტერელი ედინ ჯეკოს, მესამეზე კი - ლივერპულელი ნაბი კეიტას გოლები გავიდა.
21 წლის ბრაზილიელმა მართლაც შთამბეჭდავი წარმოდგენა მოაწყო, საჯარიმოში „შახტარის“ თითქმის მთელი დაცვა მოატყუა და ისე შეაგდო. ჯამში კი დუბლი მიითვალა.