მიუნხენის „ბაიერნმა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩში, სტუმრად დაამარცხა „ბენფიკა“ – 0:4. ეს შეხვედრა მე-100 გამოდგა ტურნირში ბავარიელთა მეკარისთვის, მანუელ ნოიერისთვის.
„შესანიშნავი მიღწევაა. არასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ასეთ შედეგს ვაჩვენებდი. კარიერის დასაწყისში ვინმეს რომ ეთქვა, ჩემპიონთა ლიგაში 100 მატჩს ითამაშებო, არაფრით დავუჯერებდი. ახლა კი ეს რეალობაა. დიდებული მომენტია ჩემს ცხოვრებაში.“ - ციტირებს ნოიერის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.