ლონდონის „ჩელსი“ და სესარ ასპილიკუეტა კოტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებას ამთავრებენ - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.
წყაროს ინფორმაციით, ხელშეკრულება 2023 წლამდე გახანგრძლივდება კიდევ ერთი წლის გაგრძელების პერსპექტივით.
ასპილიკუეტა „ჩელსიში“ 2012 წლიდან თამაშობს. მანამდე კი „მარსელისა“ და „ოსასუნას“ ღირსებას იცავდა.