ავტოსპორტი

4:15 | 21.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ამერიკული „ანდრეტი ავტოსპორტი“ „ზაუბერის“ ყიდვას აპირებს

ამერიკული სარბოლო გუნდი „ანდრეტი ავტოსპორტი“ მოლაპარაკებას აწარმოებს ფორმულა 1-ის გუნდ „ზაუბერთან“, რომელიც ამჟამად მსოფლიო ჩემპიონატში „ალფა რომეოს“ სახელით ასპარეზობს. ამერიკული გუნდის შეფ მაიკლ ანდრეტის, ვინც ფ1-ის ჩემპიონ მარიო ანდრეტის შვილია და ერთ დროს, დიდ პრიზებში თავადაც ასპარეზობდა, დიდი ხანია, ფ1-ში საკუთარი გუნდის გამოყვანა სურს.

ანდრეტის ოჯახმა შექმნა სპეციალური დანიშნულების შემსყიდველი კომპანია (SPAC), რომელმაც უკვე შეძლო 250 მილიონი დოლარის შეგროვება. თუ გარიგება შედგა, „ანდრეტი ავტოსპორტი“ ფ1-ის მეორე ამერიკული გუნდი გახდება.

ფორმულა 1 და მისი ამერიკელი მფლობელი, კომპანია „ლიბერტი მედია“, ამერიკულ ბაზარს განვითარებისთვის საუკეთესო საშუალებად მიიჩნევენ. ამისთვის კი, ამერიკული გუნდების და პილოტების მონაწილეობა მნიშვნელოვანი იქნება. მომავალი სეზონის კალენდარში, ორი ამერიკული რბოლაა (ოსტინსა და მაიამიში) შეტანილი, რაც ფ1-ით ამერიკელთა ინტერესს ადასტურებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106046