ესპანეთის ეროვნული ნაკრების და "ლაიპციგის" შემტევმა ნახევარმცველმა დანი ოლმომ შესაძლოა კარიერა ინგლისში გააგრძელოს. როგორც Bild-ი იუწყება, ოლმოთი "მანჩესტერ სიტი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" არიან დაინტერესებულები.
"წითელი ეშმაკების" სკაუტები ოლმოს რამდენიმე შეხვედრას ესწრებოდნენ, ხოლო "ქალაქელების" მხრიდან ჯერჯერობით მხოლოდ ინტერესია და ტრანსფერზე მუშაობა არ დაუწყია. მიმდინარე სეზონის დაწყებამდე დანისთან შეთანხმებას მიაღწია, თუმცა ტრანსფერი არ შედგა.
მიმდინარე სეზონში ოლმომ სამ შეხვედრაში მიირო მონაწილეობა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. ამჟამად დანი ტრავმირებულია და ბოლო სამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 50 მილიონი ევროა.