ფეხბურთი

18:32 | 20.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედომ" და "საბურთალომ" ქულები გაიყვეს

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 30-ე ტურში ქუთაისის „ტორპედომ“ თბილისის „საბურთალოს“ უმასპინძლა და გუნდებმა ქულები გაინაწილეს.

პირველი ტაიმი უგოლო გამოდგა, მეორე ნახევარის დასაწყისში კი კახა ჩხეტიანის გუნდი დაწინაურდა. 50-ე წუთზე თორნიკე ახვლედიანმა მეკარეს დაასწრო და თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. იმერული გუნდისთვის ამ გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან მისმა კონკურენტმა „თელავმა“ 3 ქულა მანამდე მოიპოვა.

თუმცა, ქუთათურებმა თამაში გამარჯვებამდე ვერ მიიყვანეს, რადგან 70-ე წუთზე დაჩი ცნობილაძემ წონასწორობა აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„ტორპედოს“ 27 ქულა აქვს და მერვე ადგილზე აინაცვლა, მაგრამ სამშვიდობოს მყოფი „თელავი“ 8 ქულით უსწრებს, რაც სეზონის ფინიშამდე 6 ტურით ადრე საკმაო დიდი სხვაობაა. „საბურთალო“ კი 50 ქულით მესამე ადგილზეა და ევროზონაში მოსახვედრად იბრძვის.

„ტორპედო“ – „საბურთალო“ 1:1 (0:0)

გოლები: 1:0 ახვლედიანი (50), 1:1 ცნობილაძე (70)

0.120409