ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა ტომას ტუხელმა „დორტმუნდის“ თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერი არ გამორიცხა. როგორც გერმანელმა განაცხადა, ფეხბურთელთა ზაფხულში ხშირი კონტაქტი ჰქონდათ და მომავალში მისი შეძენა გამორიცხული არ არის.
„ჰოლანდს სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში რამდენჯერმე ვესაუბრეთ, მაგრამ მისი გადაბირება არარეალური და შეუძლებელი ჩანდა. რა თქმა უნდა, ახლაც ხშირად ვსაუბრობთ მასზე, რადგან ფანტასტიკური ფეხბურთელია. არ ვფიქრობ, რომ მის შეძენასთან ახლოს ვიყავით, მაგრამ ვნახოთ რა მოხდება მომდევნო რამდენიმე კვირაში“, - თქვა ტუხელმა.
შეგახსენებთ, რომ ერლინგ ჰოლანდი „დორტმუნდის“ ღირსებას 2020 წლის იანვრიდან იცავს. ნორვეგიელი ფორვარდით არაერთი გუნდია დაინტერესებული, ზაფხულში მის კონტრაქტში გააქტიურდება პუნქტი, რომლის მიხედვით 75 მილიონი ევრო იქნება გამოსასყიდი თანხა.