ფეხბურთი

11:57 | 20.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონე: "საკმარისი მომენტები გვქონდა, მაგრამ "ლივერპულის" მეკარემ შესანიშნავად ითამაშა"

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ „ლივერპულთან“ (2:3) მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც არგენტინელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მის გუნდს საკმარისი მომენტები ჰქონდა, რომ ანგარიშში წინ გასულიყო, თამაში კი ცუდად დაიწყეს.

„მათ ძალიან კარგად დაიწყეს და ორი მომენტიდან ორი გოლი გაიტანეს. თუმცა, ამის შემდეგ ჩვენ ვიბრძოლეთ და პრობლემები შევუქმენით. ვაიძულეთ თავი დაეცვათ, რისი გაკეთებაც იშვიათად უწევთ. რთული მატჩი იყო დიდ გუნდთან.

ვერ დავიწყეთ ისე, როგორც გვინდოდა, მაგრამ მათი მეორე გოლის შემდეგ ჩვენთვის ყველაფერი უკეთ წარიმართა. საკმარისი მომენტები გვქონდა დაწინაურებისთვის, მეორე ტაიმში „ლივერპულის“ მეკარემ შესანიშნავი ბურთი მოიგერია“, - თქვა სიმეონემ.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულს“ სამი ტურის შემდეგ 9 ქულა აქვს და ჯგუფიდან პრაქტიკულად გასულია, ხოლო „ატლეტიკო“ 4 ქულით მეორე-მესამე ადგილებს „პორტუსთან“ ერთად იყოფს.

0.116287