ფეხბურთი

21:04 | 19.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ანსუ ფატი "ბარსელონასთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს

კატალონიის „ბარსელონა“ ანსუ ფატის ახალ კონტრაქტს გაუფორმებს. ესპანური მედიის ცნობით, მხარეებს შორის საბოლოო შეთანხმება შედგა და უახლოეს მომავალში ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდება.

ანსუ ფატის მოქმედი ხელშეკრულება 2022 წლის 30 ივნისს ეწურება, მაგრამ მას 5 წლით გაახანგრძლივებს და კლუბში 2027 წლის ზაფხულამდე დარჩება. საინტერესოა, 18 წლის შემტევის გამოსასყიდი თანხა 1 მილიარდი ევრო იქნება.

ანსუ ფატიმ მიმდინარე სეზონში 4 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა, მთლიანობაში კი „ბარსელონას“ მაისურით 47 შეხვედრაში 15 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110083