ტულას "არსენალის" ქართველი ფეხბურთელის, ზურიკო დავითაშვილის გოლი, რომელიც სანქტ-პეტერბურგის "ზენიტს" გაუტანა, რუსეთის პრემიერლიგის მე-11 ტურის საუკეთესო 7 გოლში მოხვდა - ეს ყველაფერი ლიგის ოფიციალური ვებგვერდის ვერსიით.
დავითაშვილმა "ზენიტთან" ანგარიში გახსნა და მის გუნდს გამარჯვებაში (2:1) დაეხმარა. მიმდინარე სეზონში მას კონკრეტულად რუსეთის ჩემპიონატში 2 გოლი აქვს გატანილი, ერთხელ რუსეთის თასზეც გაიტანა, ხოლო ორჯერ საქართველოს ნაკრებში.
ტულას "არსენალი" კი სატურნირო ცხრილში 12 ქულით მე-12 ადგილზე იმყოფება და მომდევნო ტურში 23 ოქტომბერს, სტუმრად „როსტოვს“ შეხვდება.