ფეხბურთი

13:54 | 19.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნაგელსმანი: „ტერის ვაღმერთებდი“

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბავშვობაში მისი კერპი „ჩელსისა“ და ინგლისის ნაკრების კაპიტანი, ჯონ ტერი იყო.

„ჩემი კერპი ტერი იყო. მას ვაღმერთებდი. ეს მართლაც სიგიჟე გახლდათ. სიყმაწვილეში მე და თანაგუნდელმა, კრისტიან ტრეშმა, ერთმანეთს მეტსახელები შევარქვით. მას პატრიკი დავარქვი, რადგან პატრიკ ვიეირასავით 6 ნომრით თამაშობდა. ის კი ჯონს მეძახდა, ტერის გამო.

იმ დროს ტერი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველი იყო. მახსოვს, ერთ სეზონში არცერთი ორთაბრძოლა წაუგია. ძალიან მამაცი ფეხბურთელი გახლდათ, თანაც თავიანი.

ფეხით ცუდად არ ვთამაშობდი, მაგრამ ფიქრი უფრო მეხერხებოდა. რაღაცით თავს ტერის ვადარებდი. ამიტომაც გახდა ის ჩემთვის მისაბაძი მაგალითი.“ - ციტიებს ნაგელსმანის სიტყვებს The Times.

0.121127