ტურინის „იუვენტუსი“ უახლოეს ხანში წარმატებით დაასრულებს მოლაპარაკებას თავის კოლუმბიელ ფეხბურთელთან, ხუან კუადრადოსთან, ხელშეკრულების გაგრძელების თაობაზე - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.
წყაროს ინფორმაციით, 33 წლის კუადრადოს კონტრაქტს 2023 წლის ზაფხულამდე გაუგრძელებენ, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.
კოლუმბიელის ტურინულ კლუბთან მოქმედ კონტრაქტს ვადა 2022 წლის ზაფხულში ეწურება.