თამაშგარე

12:50 | 19.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

“ოქტობერფერსტი“ “ბაიერნის“ ფეხბურთელების გარეშე ჩაივლის

ახლა გაგანია ოქტომბერია და ლუდის მოძულე ადამიანებმაც კი იციან წელიწადის ამ დროს გერმანიაში და განსაკუთრებით კი ბავარიაში რაც ხდება. ცხადია საუბარია ლეგენდარულ ლუდის ფესტივალ “ოქტობერფესტზე“, რომელიც მიუნჰენში იმართება და ამ გრანდიოზულ ღონისძიებაზე დასასწრებად გერმანიას მთელი მსოფლიოდან სტუმრობენ ხოლმე.

“ოქტობერფერსტის“ ერთ-ერთი ტრადიციაა ისიც, რომ ბავარიში ჩასულ უამრავ სტუმარს ერთი დღის მანძილზე მიუნჰენის “ბაიერნის“ ფეხბურთელები მიუნჰენის ქუჩებში თავად მასპინძლობენ, ემსახურებიან და ეს დამატებითი სტიმულია მათთვის, ვისაც კარგი ლუდის გარდა, “რეკორდმაისტერის“ მოთამაშეებთანაც სურს შეხვედრა.

გლობალური პანდემიის გამო წლევანდელი “ოქტობერფერსტი“ ნამეტანი მოკრძალებულია, ბევრი ღონისძიება შეიზღუდა. მათ შორის სამწუხაროდ არის ლუდის მოყვარულებთან და “ბაიერნის“ ფეხბურთელების შეხვედრაც. მიუნჰენური კლუბის განცხადებით წელს, ისევე როგორც შარშან, გუნდი თავს შეიკავებს ფეხბურთელების ქუჩებში გამოშვებისგან. მომავალ წელს კი დიდი იმედი აქვთ, რომ ყველაფერთან ერთად ძველი საფესტივალო ტრადიციებიც აღდგება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.142611