ფეხბურთი

11:53 | 19.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

რუნის „ნიუკასლის“ გაწვრთნა სურს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ვარსკვლავი, ამჟამად კი „დერბი ქაუნთის“ მთავარი მწვრთნელი, უეინ რუნი, მზადაა „ნიუკასლის“ თავკაცი გახდეს - გვამცნობს Chronicle Live.

წყაროს ინფორმაციით, სპეციალისტმა თავად გააჟღერა „კაჭკაჭებთან“ მუშაობის სურვილი. „დერბიდან“ მისი წამოსვლა პრობლემა აქ იქნება. ის უკვე ესაუბრა კლუბის ხელმძღვანელობას და პრემიერლიგაში მუშაობის სურვილის შესახებ აცნობა მათ.

ახლა ერთადერთი პრობლემა კონტრაქტის ხანგრძლივობა შეიძლება გახდეს. „ნიუკასლი“ მზადაა უეინს მოკლეხნიანი კონტრაქტი შესთავაზოს, სპეცილაისტს კი რამდენიმეწლიანი სურს.

რუნის გარდა, „ნიუკასლის“ მთავარი მწვრთნელობის კანდიდატებად ბელგიის ნაკრების თავკაცი, რობერტო მარტინესი, „რეინჯერსის“ მწვრთნელი სტივენ ჯერარდი და „ვილიარეალის“ დამრიგებელი უნაი ემერი მოიაზრებიან.

0.114809