თამაშგარე

3:03 | 19.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვანდა ნარამ იკარდი ღალატში დაქირავებული დეტექტივით გამოიჭირა, რომელიც მას უთვალთვალებდა

„პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელის მაურო იკარდის პირად ცხოვრებაში რთული პერიოდია. არგენტინული მედიის ცნობით, ფეხბურთელი და ვანდა ნარა განქორწინდებიან.

არგენტინელმა ლამაზმანმა ორი დღის წინ იკარდი ღალატში დაადანაშაულა და შვილებთან ერთად პარიზი დატოვა. ვანდა მილანში იმყოფება, სადაც იკარდიმაც ჩააკითხა, რომელიც მასთან შერიგებას ცდილობს, მაგრამ როგორც ჩანს, არაფერი გამოსდის. ვანდამ სოციალურ ქსელში პოსტის გამოაქვეყნა, რომელშიც თითები ჩანს ბეჭდის გარეშე და წერს: „ჩემი ხელი ბეჭდის გარეშე უკეთესია“.

როგორც ცნობილი გახდა, ვანდამ უკვე დაიქირავა ადვოკატი, რომელმაც განქორწინების საქმე უნდა მოაგვაროს. ამავდროულად, როგორც გაირკვა, ნარამ იკარდიზე სათვალთვალოდ დეტექტივი დაიქირივა, რომელიც ფეხბურთელს ყველგან დაჰყვებოდა და მისი პირადი ტელეფონიც გატეხა. სწორედ აქედან გაირკვა, რომ მაურო ცოლს მარია ეუხენია სუარესთან ღალატობდა. როგორც გაირკვა, ისინი ერთმანეთს ტელეგრამის მეშვეობით ეკონტაქტებოდნენ.

თავად 29 წლის არგენტინელი მსახიობი ინფორმაციას უარყოფს და ამბობს, რომ ის არც იკარდის იცნობს და არც ვანდას.

შეგახსენებთ, რომ ვანდა ნარას და მაურო იკარდის ორი შვილი ჰყავთ, გარდა ამისა, არგენტინელი ქალბატონი მანამდე იკარდის მეგობრის, ცნობილი არგენტინელი ფეხბურთელის, მაქსი ლოპესის მეუღლე იყო, რომლისგან მას სამი ვაჟი ჰყავს.

0.111488