კატალონიის „ბარსელონას“ ყოფილმა პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბართომეუმ განაცხადა, რომ 2017 წლის ზაფხულში „მონაკოდან“ კილიან მბაპეს შეძენა გადაწყვეტილი იყო, მაგრამ სამწვრთნელო შტაბმა ბოლო მომენტში „დორტმუნდიდან“ უსმან დემბელეს შეძენა ამჯობინეს.
„2017 წელს მისი კონტრაქტი მაგიდაზე იდო, მაგრამ მწვრთნელებმა დემბელე აირჩიეს, რადგან მათ განსხვავებული სტილის ფეხბურთელი სურდათ“, - თქვა ბართომეუმ Esport3-თან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, კილიან მბაპე იმავე წელს „პარი სენ ჟერმენში“ გადავიდა და დღეისთვის ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავია, ხოლო დემბელე დღემდე „ბარსელონაშია“, მაგრამ მოლოდინი ნამდვილად ვერ გაამართლა და ყოველ სეზონში ტრავმების გამო ძალიან ბევრი დრო უცდება.