News

21:23 | 7.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

გერმანიას დრაქსლერი გამოაკლდა

გერმანიის ნაკრების ახალგაზრდა შემტევი იულიან დრაქსლერი გუნდის უახლოეს თამაშს ავადმყოფობის გამო გამოტოვებს.

გერმანიის ფეხბურთის კავშირის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, დრაქსლერს გრიპი აქვს და ის ფეხბურთს რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ დაეხმარება. ეს ნიშნავს, რომ 21 წლის ფეხბურთელი ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის მე-2 ტურში, პოლონეთის წინაღმდეგ ვერ ითამაშებს. საეჭვოა მისი გამოჩენა ირლანდიასთან გასამართ დაპირისპირებაშიც.

0.13015