ფეხბურთი

0:06 | 19.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალი" ბეილის დამატებას აპირებს

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი გარეთ ბეილი შესაძლოა ინგლისში დაბრუნდეს და კარიერა ლონდონის „არსენალში“ გააგრძელოს.

ბრიტანული მედიის ცნობით, „მეთოფეები“ უელსელის გადაბირებაზე სერიოზულად ფიქრობენ და ამის გაკეთებას იანვრის სატრანსფერო პერიოდში აპირებენ. ბეილი გასულ სეზონში იჯარით „ტოტენჰემში“ იყო, მაგრამ ზაფხულში „რეალში“ დაბრუნდა.

მიუხედავად ამისა, ესპანურ კლუბთან მისი პრობლემები არ მოგვარებულა და არაა გამორიცხული „სამეფო კლუბმა“ მისი გასხვისება საბოლოოდ გადაწყვიტოს. ჯერჯერობით, სხვა კონკრეტული დეტალები უცნობია.

შეგახსენებთ, რომ გარეთ ბეილმა სახელი „არსენალი“ მთავარი მეტოქის, „ტოტენჰემის“ რიგებში გაითქვა, „რეალში“ კი 2013 წლიდან თამაშობს.

0.11288