ფეხბურთი

22:54 | 18.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

"შერიფის" მწვრთნელი: "სუპერლიგა სულელური იდეაა, ფეხბურთი მხოლოდ ელიტას არ ეკუთვნის"

ტირასპოლის „შერიფის“ მთავარიმა იური ვერნიდუბმა სუპერლიგის შესახებ გააკეთა კომენტარი და ეს იდეა დაგმო. როგორც უკრაინელმა აღნიშნა, ფეხბურთი მხოლოდ ელიტალურ კლუბებს არ ეკუთვნით.

„ეს სულელური იდეაა და ვერ დავეთანხმები. ფეხბურთი ყველას ეკუთვნის, ვინც ამას იმსახურებს. სუპერლიგა უპირატესობას ანიჭებს ძალიან მდიდარ კლუბებს. მესმის მათი ინტერესები, მაგრამ ეს სპორტულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება. ნამდვილი ჯილდოები უნდა მიიღონ მათ, ვინც ამას იმსახურებს. ფეხბურთი მხოლოდ ელიტა არ არის“, - თქვა ვერნიდუბმა.

შეგახსენებთ, რომ „შერიფმა“ ჩემპიონთა ლიგის საწყის ორ ტურში 6 ქულა დააგროვა და მეორე ტურში სუპერლიგის მთავარი ინიციატორი მადრიდის „რეალი“ სტუმრად დაამარცხა.

0.115382