ფუტსალში ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. საქართველოს ფუტსალის ნაკრები, რომელიც ტურნირის დებიუტანტია D ჯგუფში იასპარეზებს.
ავთანდილ ასათიანის გუნდი ჯგუფიდან გასასვლელად ესპანეთის, აზერბაიჯანისა და ბოსნიის ნაკრებების წინააღმდეგ იბრძოლებს. ევრო 2022-ის 16 მონაწილე ეყოლება, საიდანაც 15 უკვე ცნობილია, ხოლო ნოემბერში, სერბეთისა და ბელარუსის დაპირისპირება ბოლო მონაწილეს გაარკვევს.
16 ნაკრები ოთხ ქვეჯგუფში განაწილდა და მეოთხედფინალის საგზურს თითოეული ჯგუფიდან ორ-ორი საუკეთესო გუნდი მოიპოვებს. წილისყრის შედეგები ასეთია:
A ჯგუფი
ნიდერლანდები, სერბეთი ან ბელარუსი, უკრაინა, პორტუგალია
B ჯგუფი
ყაზახეთი, იტალია, სლოვენია, ფინეთი
C ჯგუფი
რუსეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, ხორვატია
D ჯგუფი
საქართველო, ესპანეთი, აზერბაიჯანი, ბოსნია
აქვე გეტყვით, რომ ცნობილია ჯგუფური ეტაპის კალენდარიც. საქართველოს ნაკრები 22 იანვარს აზერბაიჯანს შეხვდება, 26 იანვარს ბოსნიას, ხოლო მესამე ტურში, 29 იანვარს - ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
ევროპის ჩემპიონატი 2022 წლის 19 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით ამსტერდამსა და გრონინგენში გაიმართება. ავთანდილ ასათიანის გუნდი სამივე შეხვედრას გრონინგემში ჩაატარებს.