კალათბურთი

17:27 | 17.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბექა ბურჯანაძის 4 ქულა და მარცხი ყოფილ გუნდთან

ესპანეთის ლიგა ენდესას მეექვსე ტურში ბექა ბურჯანაძის „ბეტისი“ სტუმრად „გრან კანარიას“ დაუპირისპირდა და უბრძოლველად, 70:94 წააგო.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 17:12 წუთი გაატარა, ხსენებულ დროში კი 4 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. ბექამ 3-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 2 ორქულიანი ააცილა, შედეგად მისი მარგი ქმედების კოეფიცინეტი 1-ს გაუტოლდა.

„ბეტისი“ ცუდ ფორმაშია, პირველ ტურში მოიგო, მაგრამ მას შემდეგ მიჯრით მეხუთე მარცხი განიცადა და ბოლო, მე-18 ადგილზეა. ანდალუსიელები მომდევნო ტურში 23 ოქტომბერს „მონბუსს“ უმასპინძლებენ.

0.111978