უზბეკეთის ჩემპიონატის 22-ე ტურში ელგუჯა გრიგალაშვილის ტაშკენტის „ფახთაქორთან“ მატჩში გოლი გაიტანა.
ქართველი ფეხბურთელის „კიზილკუმი“ უზბეკეთის მოქმედი ჩემპიონის წინააღმდეგ 2:4 დამარცხდა, ხოლო ელგუჯამ მეტოქის კარი მე-13 წუთზე დალაშქრა და იმ დროისთვის ანგარიში გაათანაბრა (1:1).
ქართველმა ნახევარმცველმა 87-ე წუთამდე ითამაშა და მის ნაცვლად მოედანზე მათე ვაწაძე შევიდა, ხოლო გიორგი კუხიანიძემ მოედანზე 90 წუთი გაატარა. გრიგალაშვილს 20 შეხვედრაში 9 გოლი აქვს გატანილი, კუხიანიძეს 21 თამაში და 1 გოლი უმაგრებს ზურგს, ხოლო ვაწაძის აქტივში 21 მატჩი და 5 გოლია.
„კიზილკუმი“ 22 ტურის თავზე 31 ქულით მეშვიდე ადგილზე იმყოფება.