თამაშგარე

1:05 | 17.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

მაურო იკარდი და ვანდა ნარა დაშორდნენ: ფეხბურთელმა ცოლს უღალატა

„პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელი მაურო იკარდი და მისი მეუღლე ვანდა ნარა ერთმანეთს დაშორდნენ. სენსაციური ინფორმაცია არგენტინელმა ლამაზმანმა სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა.

„კიდევ ერთი ოჯახი, რომელიც შენ დაანგრიე ნაბი***რო“, - წერს ინსტაგრამ სთორიში ვანდა, რომელმაც იკარდისთან ერთად გადაღებული ფოტოები თავისი გვერდიდან წაშალა.

როგორც არგენტინული მედია წერს, იკარდიმ ვანდას 29 წლის არგენტინელ მოდელ და მსახიობ მარია ევგენია სუარესთან უღალატა. აღსანიშნავია, რომ ვანდამ ინსტაგრამში ასევე გამოაქვეყნა ფოტო შვილებთან ერთად, რომლებიც მაქსი ლოპესისგან ჰყავს და საინტერესოდ დაასათაურა: „სიყვარული შეიძლება ერთზე მეტი იყოს“.

მაურო იკარდი და ვანდა ნარა ოფიციალურად ერთად 2014 წლიდან იყვნენ. ვანდა იკარდიმდე მაქსი ლოპესის მეუღლე იყო, რომელთანაც იკარდი მეგობრობდა და სწორედ ასე გაიცნეს ერთმანეთი... გავიხსენოთ ისიც, რომ ვანდა ნარა მაურო იკარდის აგენტია.

0.125989