„მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა არ აპირებს მთავარი მწვრთნელის, ულე-გუნარ სულშერის თანამდებობიდან გათავისუფლებას - გვამცნობს The Athletic.
წყაროს ინფორმაციით, 48 წლის ნორვეგიელ სპეციალისტს კლუბში ენდობიან და ამიტომ პრემიერლიგის ბოლო სამ მატჩში ვერმოგების გამო, პოსტს არ დაატოვებინებენ.
მე-8 ტურში „მანჩესტერმა“ სტუმრად „ლესტერთან“ 2:4 წააგო და პრემიერლიგის ცხრილში მე-5 ადგილზეა.