უნგრეთის OTP Bank ლიგის მეცხრე ტურში ბუდუ ზივზივაძემ გოლი გაიტანა. ქართველი ფეხბურთელის „ფეჰერვარმა“ საკუთარ მოედანზე „ჰონვედს“ უმასპინძლა და ჩვენებურის დახმარებით 2:1 დაამარცხა.
ანგარიში სწორედ ზივზივაძემ გახსნა, რომელმაც 25-ე წუთზე საჯარიმოში შესანიშნავად ითამაშა და მეტოქის კარი ეფექტური დარტყმით დალაშქრა. ბუდუ 88-ე წუთზე შეცვალეს, უნგრეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში კი, 5 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი.
„ფეჰერვარი“ 9 ტურის თავზე 14 ქულით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 22 ოქტომბერს, სტუმრად გიორგი ბერიძის „უიპეშტს“ დაუპირისპირდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
საქართველოს ნაკრები რომ ყოფილიყო, გოლი კი არა, იმ მცველსაც ვერ "მოტეხავდა" )))
რაღაც ემართება მასაც და სხვებსაც. ნუ, ქვილითაიას არ ვგულისხმობ
ქვილითაის რაღა უნდა დაემართოს სუ დამართული არ აქვს?
სუპერ გოლია. იქნებ რაღაც მოხდეს და გამოდგეს ეს ბიჭი... ამინ
ყოჩაღ ბუდუ, მაგრად შეასრულა.
ამ კაცს ისევ გაუბრაზდნენ აქ? ვერ დავიჯერებ, რომ მიქაუტაძე ან ქვილითაია ბევრად აჯობებენ.
მიქაუტაძეს ნუ შეადარებთ ამ საჩოკებს, ქვილითაია, კაჭარავა, ზივზივაძე და რავიცი კიდევ ვინც არის?