ფეხბურთი

22:24 | 16.10.2021 | ნანახია NaN - ჯერ

მოურინიუ მისი „ნიუკასლში“ შესაძლო გადასვლის შესახებ

„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიუმ, ჟურნალისტებს მისი „ნიუკასლში“ შესაძლო გადასვლის შესახებ ესაუბრა.

„ვერაფერს გეტყვით ამ სიახლის შესახებ. მისტერ ბობი რობსონთან ერთად ვმუშაობდი „ბარსელონაში,“ რომელიც ერთ-ერთი მთავარი კაცია „ნიუკასლის“ ისტორიაში. სხვა მხრივ, იქ მცხოვრებ ადამიანებთანაც მქონია ურთიერთობა და ქალაქსაც კარგად ვიცნობ.

თუმცა, ეს არის და ეს. ახლა მთლიანად „რომაში“ მუშაობაზე ვარ კონცენტრირებული“ - ციტირებს პორტუგალიელი სპეციალისტის სიტყვებს Metro.

წინა დღეებში ბრიტანულმა ტაბლოიდებმა დაწერეს, რომ „ნიუკასლის“ ახალი, მდიდარი ხელმძღვანელობა მთავარი მწვრთნელის, სტივ ბრიუსის გათავისუფლებას და მის მაგიერ მოურინიუს მიწვევას აპირებს.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:23 | 18.11.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

გამოიკვეთა ინტერის უპირატესობაც

01:54 | 12.11.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

მილანი კიდე ტრადიციულათ არასტაბილურობა ემართება

01:52 | 12.11.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

იუვე ისევ თავის სტილში იგებს

01:07 | 12.11.2023
sul2 (1773)

ნეტა ბოლოს როდის იყო იუვე პირველ ადგილზე

0.066125