პარიზის გრანდ სლემზე ქართველმა ძიუდოისტმა ეთერ ლიპარტელიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
57 კგ წონით კატეგორიაში ლიპარტელიანი პირველი წრისგან თავისუფალი იყო და მეორე წრიდან ჩაერთო ასპარეზობაში, სადაც მავრიტანელი კრისტიან ლეგენტილი დაამარცხა, მაგრამ შემდეგ თვითონ ფრანგ ფაიზა მოკდართან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც მეორე ფრანგი, პრისცილა გნეტო დაამარცხა, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის კაია კაიზერს უნდა გაჯიბრებოდა, მაგრამ ტრავმის გამო სლოვენიელმა ბრძოლა ვერ მოახერხა და ეთერს ბრინჯაოს მედალი უბრძოლველად ერგო.
თავდაპირველად ცნობილი იყო, რომ პარიზში ტატამიზე ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანი ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) უნდა გასულიყო, მაგრამ გავრცელებული ცნობით, მან შეჯიბრის წინ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთა, შემდეგ კი თავი სუსტად იგრძნო და გრანდ სლემს ჩაეხსნა.
17 ოქტომბერს პარიზის გრანდ სლემზე კიდევ სამი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს - ლუკა მაისურაძე, ტატო გრიგალაშვილი და ონისე სანებლიძე.