საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 29-ე ტურში „თელავმა“ თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.
კახური გუნდი კარგ ფორმაშია და ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა. პირველივე ტაიმში ვაჟა ფაცაციამ დუბლი შეასრულა და მატჩის ბედი გადაწყვიტა, მეორე ნახევარში თეიმურაზ შონიამ ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ ეს მხოლოდ პრესტიჟის გოლი იყო.
„თელავმა“ 32 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზეა, პლეი-აუტის ზონას უკვე 6 ქულითაა დაშორებული, ხოლო „ლოკომოტივს“ ისევ 44 ქულა გააჩნია და მეხუტე საფეხურზე იმყოფება.
„თელავი“ – „ლოკომოტივი“ 2:1 (2:0)
გოლები: 1:0 ფაცაცია (19), 2:0 ფაცაცია (40), 2:1 შონია (53)