ფეხბურთი

10:27 | 16.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ინფანტინო მსოფლიოს ჩემპიონატის ყოველ ორ წელში ჩატარებაზე: "ფეხბურთი უფრო გლობალური უნდა გავხადოთ"

ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ კიდევ ერთხელ ისაუბრა მსოფლიოს ჩემპიონატის ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ჩატარებაზე. როგორც მან თქვა, ფიფას მიზანია ფეხბურთი უფრო გლობალური გახადოს და გადაწყვეტილებას წლის ბოლომდე მიიღებენ.

„ფიფას მოვალეობაა, რომ ფეხბურთის გლობალურობა უზრუნველყოს. ამის მისაღწევად უნდა გავაანალიზოთ, როგორ გავაუმჯობესოთ სანაკრებო ფეხბურთი. არ არსებობს ტურნირი, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატთან ახლოს დგას.

ფიფას პრეზიდენტი არის 111 ქვეყნის პრეზიდენტი და თითოეულ მათგანს აქვს ოცნების უფლება. მაგრამ ამ ოცნებას უნდა ჰქონდეს ასრულების შანსი, რადგან მარადიულად ვერ იოცნებ. გვინდა ვისაუბროთ ვენესუელის მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობის რეალურ შესაძლებლობაზე? ჩვენ გავაანალიზეთ კალენდრის რეფორმირების შესაძლებლობა მსოფლიოს ჩემპიონატის ყოველ ორ წელიწადში ჩატარებით და ეს შესაძლებელია. ბევრი უპირატესობა არსებობს, რადგან ჩვენ მეტ ქვეყანას ვაძლევთ მონაწილეობის შესაძლებლობას. როდესაც გადაწყდა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი ჩატარდებოდა ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ, დაახლოებით 100 წლის წინ, ფიფას ჰყავდა 40 წევრი ქვეყანა, ამიტომ, დროა ეს საკითხი გავაანალიზოთ. გადაწყვეტილებას წლის ბოლოს მივიღებთ.

ტურნირის პრესტიჟი არ არის დამოკიდებული მის სიხშირეზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველ 40 წელიწადში ერთხელ ჩავატარებდით მსოფლიოს ჩემპიონატს. პრესტიჟი დამოკიდებულია ტურნირის ხარისხზე.

კველევებმა აჩვენა, რომ მოგზაურობა თვითმფრინავით და კლიმატის ცვლილება, ცუდია. თუ მესის უწევს 350 000 კილომეტრის გავლა, რონალდუს 50 000-ის. ბუნებრივია, რომ სამხრეთამერიკელები უფრო იღლებიან, ვიდრე ევროპელები. 2002 წლის შემდეგ ბრაზილიას ევროპული ნაკრებების წინააღმდეგ მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფში მატჩი არ მოუგია, უკვე 20 წელი გავიდა და ჩვენ ბრაზილიაზე ვსაუბრობთ!“, - თქვა ინფანტინომ კარაკასში სიტყვით გამოსვლისას.

0.123974