ინგლისური “ლივერპული” გუნდის ვიცე-კაპიტანთან, ჯორდან ჰენდერსონთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს. ამ ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.
24 წლის ნახევარმცველი, რომელიც “ლივერპულის” ვიცე-კაპიტანი ახლახანს გახდა, მიმდინარე სეზონში გუნდის ერთ-ერთ ლიდერად მოგვევლინა. ინგლისელი ჟურნალისტების ცნობით, მერსისაიდელები ფეხბურთელის შრომის დაფასებას აპირებენ და მას ახალ კონტრაქტს სთავაზობენ, რომელიც 2019 წლამდე იქნება გათვლილი.
ჰენდერსონსა და “ლივერპულს” შორის ამჟამად მოქმედ კონტრაქტს ვადა 2016 წლის ზაფხულში გასდის.