ტაისონ ფიურისთან სატიტულო ბრძოლის ნოკაუტით წაგების შემდეგ, დეონტეი უაილდერი მარჯვენა ხელზე ოპერაციის გაკეთებას გეგმავს. სწორედ ხელის ტრავმა იყო იმის ძირითადი მიზეზი, რომ ლას ვეგასის ათლეტთა კომისიამ, WBC-ს ყოფილ ჩემპიონს, ექვსი თვით ბრძოლებში მონაწილეობა აუკრძალა.
ფიურიმ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული სწორედ უაილდრის პირველად დამარცხების შემდეგ მოიპოვა. ამჯერად კი ტიტული დაიცვა. მესამე ბრძოლაში მან ამერიკელი ძირს სამჯერ დასცა და ნოკდაუნი თავადაც იგემა.
როგოც უაილდერის თანა-მენეჯერი შელი ფინკელი ამბობს, ყოფილ ჩემპიონს მარჯვენა ხელის ერთ-ერთი ძვალი აქვს გატეხილი და მის მოსაშუშებლად, მცირე ოპერაციული ჩარევაა საჭირო.
„მას ტკივილები დღესაც აწუხებს. ამ ტრავმის გამო, დეონტეის უკვე მესამე რაუნდიდან გაუჭირდა. სწორედ ეს იყო იმის მიზეზი, რომ მესამე რაუნდიდან, ის ბალანსი აღარ ჰქონდა, რაც დასაწყისში“, - ყვება ფინკელი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ძლიერი მებრძოლია ვაილდერიც და ფიური რომ არ გამოჩენილიყო ეს ვაილდერის ეპოქა იქნებოდა, ხოდა ამას ვერ ეგუება და უკვე სასაცილოდ იგდებს თავს ჯობია კაცურად აღიაროს მარცხი, წინა ბრძოლის წაგება იმას დააბრალა მძიმე ტანსაცმელი მეცვაო ახლა ხელი მქონდა მოტეხილიო მერე იტყვის ფაღარათი მქონდაო
არადა აშკარად გამოჩნდა რომ ფიურის მოგება ეჭვქვეშ არ დაუყენებია მაშინც კი როცა ნოკდაუნში იყო აშკარად ეტყობოდა რომ წამოდგებოდა და მოიგებდა თითქოს ეთამაშებოდა ვაილდერს. ბანქო ფული და ოტ ლულაში ბრედ პიტის პროტოტიპია თითქოს ხურდება ხოლმე ფიურიც მაგრამ როცა უნდა იგებს
მეორე ნოკდაუნზე გონგმა მოუსწრო, თორემ სათუო იყო, რომ მესამეც აეკიდა ან სულაც ნოკაუტით დასრულებულიყო ეგ შეხვედრა.