ბელგიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ალექსის სალემაკერსმა "მილანთან" კონტრაქტი 2026 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია "როსონერის" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
სალემაკერსი "მილანმა" 2020 წელს "ანდერლეხტიდან" დაიმატა და მას შემდეგ ალექსისი "მილანის" ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. ბელგიელმა "როსონერის" მაისურით 64 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ოთხი გოლი და ათი საგოლე გადაცემა შეასრულა.