ფეხბურთი

21:37 | 15.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

სულშერი: "გვინდა ლინგარდს კონტრაქტი გავუხანგრძლივოთ"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ულე გუნარ სულშერმა განაცხადა, რომ ჯესი ლინგარდი გუნდისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა და კლუბი შეეცდება მას კონტრაქტი გაუხანგრძლივოს. ინგლისელს კლუბთან ხელშეკრულება 2022 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული.

"ჯესიმ სეზონი კარგად დაიწყო. იგი დაგვიბრუნდა და რამდენიმე გოლი გაიტანა, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო. გვინდა, რომ მას კონტრაქტი გავუხანგრძლივოთ, მას მნიშვნელოვან ფეხბურთელად მივიჩნევთ. ეს უფრო ჩემზეა დამოკიდებული, რათა მივცე უფრო მეტი სათამაშო დრო, რადგან დაიმსახურა." - ციტირებს Sky Sports-ი ნორვეგიელი სპეციალისტის სიტყვებს.

ჯეიდონ სანჩოს და კრიშტიანუ რონალდუს დამატების შემდეგ, ბრიტანული მედია ლინგარდს რამდენიმე კლუბს უკავშირებდა, თუმცა ჯესი გუნდში დარჩა. გასული სეზონის ნახევარი ლინგარდმა იჯარის წესით "ვესტ ჰემში" გაატარა. მიმდინარე სეზონში ინგლისის ეროვნული ნაკრების ფეხბურთლმა ექვს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ორი გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110564