სხვა

18:48 | 15.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

დავით ქირია: "მადლობა საქართველო, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ"

დავით ქირიამ მსოფლიო გრამპრიზე წარმატებული სტარტი აიღო. მან One Championship-ის მეოთხედფინალში გერმანელ ენრიკო კელს შანსი არ დაუტოვა და პირველივე რაუნდში სასტიკი ნოკაუტით აჯობა.

ბრძოლის დასრულების შემდეგ ქირიამ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მისთვის ძალიან ემოციური მომენტია.

„ყველას მადლობას გიხდით გამხნევებისთვის. ჩემს გუნდს, ოჯახს, ჩემს მწვრთნელ ბაჩოს, მენეჯმენტს. ასევე ყველას მადლობა, ვისაც აუტსაიდერად მიგაჩნდით. თავს კარგად ვგრძნობ. ძალიან ემოციური მომენტია, რადგან დღეს გავიმარჯვე. გპირდებოდით, რომ ერთ-ერთ საუკეთესო ბრძოლას შემოგთავაზებდით და ვფიქრობ, რომ ასეც იყო. მწვრთნელი 1000%-ით მენდობოდა და მისი იმედები გავამართლე. მის შენიშვნებს და რჩევებს ყოველთვის ვითვალისწინებდი და ეს ბევრი მუშაობის შედეგია. მეტოქეებს რა შემიძლია ვუთხრა? ჩვენ ერთმანეთს ოქტაგონზე ვხვდებით, ამის გარეთ კი ყველას წარმატებებს ვუსურვებ. შევხვდებით ნახევარფინალში. მადლობა საქართველო. ჩვენ გავიმარჯვებთ და ბოლომდე მივიყვანთ საქმეს", - თქვა ქირიამ.

აქვე გეტყვით, რომ 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში დავითი ნახევარფინალშია გასული, სადაც მისი მეტოქე თურქი ტაიფუნ ოზკანი იქნება. ტურნირის გამარჯვებული კი პრიზის სახით მილიონი დოლარი გადაეცემა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130019