ფეხბურთი

16:30 | 15.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ნიუკასლს" ზიდანი დაუკავშირეს, მაგრამ ფრანგს სამუშაოდ სხვა ორი ადგილი ურჩევნია

ინგლისური „ნიუკასლ იუნაიტედი“ შესაძლოა ზინედინ ზიდანმა ჩაიბაროს. მას შემდეგ, რაც „კაჭკაჭებს“ მფლობელი შეეცვალეთ, ფინანსურად მოძლიერდნენ და დიდი გეგმები აქვთ.

ესპანური მედიის ცნობით, კლუბის ახალი ხელმძღვანელობა ზიდანის მიწვევით არის დაინტერესებული და მოლაპარაკებების დაწყებას აპირებს. ფრანგი სპეციალისტი ამჟამად უმუშევარია, მაგრამ ესპანური მედია იმასაც წერს, რომ ზიზუს ინგლისური ვარიანტი დიდად არ ხიბლავს. ზიდანი ოცნებობს, რომ ერთ დღეს საფრანგეთის ნაკრები ან მისი ყოფილი კლუბი ტურინის „იუვენტუსი“ ჩაიბაროს.

„ნიუკასლს“ ზიდანის გარდა ფრენკ ლამპარდსაც უკავშირებენ, რომელიც „ჩელსიდან“ დათხოვნის შემდეგ თითქმის ერთი წელია უმუშევარია.

შეგახსენებთ, გასულ კვირაში „ნიუკასლის“ ახალი მფლობელი საუდის არაბეთის მთავრობის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი გახდა. მან შეიძინა კლუბის აქციების დაახლოებით 80%. ადრე, ინგლისური გუნდის მფლობელი მილიარდერი მაიკლ ეშლი იყო.

0.101424