ბაქოს გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა გაირკვა. აზერბაიჯანის დედაქალაქში დაგეგმილ ტურნირში მონაწილეობას 11 ქართველი ძიუდოისტი მიიღებს და მათ შორის იქნებიან ოლიმპიური პრიზიორები.
ოლიმპიური ჩემპიონის სტატუსით პირველად გამოვა ლაშა ბექაური, ხოლო იმავე ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსნები ლაშა შავდათუაშვილი, გურამ თუშიშვილი და ვაჟა მარგველაშვილიც პირველად გავლენ ტატამიზე ოლიმპიადის შემდეგ. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია:
ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ), ჯაბა პაპინაშვილი (60 კგ.), ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), გიორგი შერაზადიშვილი (81 კგ), თორნიკე ფოლადაშვილი (81 კგ), ლაშა ბექაური (90 კგ), ბექა ღვინიაშვილი (90 კგ), გურამ თუშიშვილი (+100 კგ), მარიამ ჯანაშვილი (52 კგ), მზია ბებოშვილი (52 კგ).
შეგახსენებთ, ბაქოს გრანდ სლემი 5-7 ნოემბერსაა დაგეგმილი, ხოლო 16-17 ოქტომბერს, პარიზის გრანდ სლემი გაიმართება, რომელშიც 5 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს.