თამაშგარე

10:21 | 15.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლუკას ერნანდესს ყოფილ ცოლთან მიკარება ციხედ დაუჯდა

როგორც ევროპული მედია უწყება, გუშინ მიუნჰენის “ბაიერნში“ მობურთალი ფრანგი ფეხბურთელი ლუკას ერნანდესი სამართალდამცავებმა საკუთარ სახლში დააკავეს და ექვსთვიანი სასჯელი შეუფარდეს იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი თავის ყოფილ ცოლთან, ამელია ლორენტესთან დააფიქსირეს.

საქმე იმაშია, რომ 2017 წელს როდესაც ამელია და ლუკასი ცოლ-ქმარნი იყვნენ, მობურთალმა მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამის გამო ქალმა იჩივლა და სასამართლომ გვარიანი ფულადი ჯარიმის გარდა ისიც დაადგინა, რომ ლუკას ერნანდესი ყოფილ ცოლს 500 მეტრზე ახლოს არ უნდა მისულიყო.

ერნანდესი აღიარებს, რომ ნაცოლარს ნამდვილად შეხვდა. იმასაც აღიარებს, რომ თვითმფრინავით ერთად იმგზავრეს, მაგრამ ამელია ამის წინაღმდეგი არ ყოფილა და ყველაფერი შეთანხმებული იყო. ფეხბურთელს მის დაკავებაზე საჩივარი უკვე შეტანილი აქვს 19 ოქტომბერს გადაწყდება ფრანგი ფეხბურთელი 6 თვე იჯდება თუ არა ციხეში.

0.123391