ჩოგბურთი

2:21 | 15.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტრავმირებულმა ნადალმა ჯერ არ იცის, როდის ითამაშებს

რაფაელ ნადალი ამბობს, რომ ჯერ არ იცის, როდის შეძლებს ჩოგბურთის კვლავ თამაშს. ის ამჟამად ტერფის განმეორებით ტრავმას იშუშებს, რომელმაც მისთვის მიმდინარე სეზონი შეწყვიტა.

დიდი სლემის 20 ტიტულის მფლობელ ესპანელს, სეზონის დასაწყისში წელის ტრავმა აწუხებდა. მის გამო, უიმბლდონსა და ტოკიოს თამაშებზე გამოსვლისგან თავი შეიკავა. ბოლოს კი ვაშინგტონში, სიტი ოუპენზე ითამაშა.

აშშ-ის ღია პირველობის წინ, მან განაცხადა, რომ ტერფის ტრავმა განუახლდა, რომლის გამოც, ნიუ იორკში თამაშს ვერ შეძლებდა. უფრო მეტიც, ამ სეზონში კორტზე დაბრუნებაც გამორიცხა. და ეს იმით ახსნა, რომ ტერფზე უფრო საფუძვლიანი მკურნალობა ესაჭიროებოდა.

„მინდა, ეს ტრავმა საბოლოოდ მოვიშორო და კარგ ფორმაში დაბრუნება შევძლო. არ ვიცი, კორტზე დაბრუნებას როდის შევძლებ. ყოველდღე ბევრს ვმუშაობ, სპეციფიკურ გეგმას მივყვები, რომელშიც ყველა ნაბიჯი განსაზღვრულია. რა თქმა უნდა, არსებობს საკითხები, რომლებსაც ასი პროცენტით ვერ გავაკონტროლებ. მაგრამ გონებაში განსაზღვრული მაქვს, რის მიღწევას ვაპირებ და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი უკეთ იქნება“, - ამბობს 35 წლის ნადალი, ვისაც ამჟამად რეიტინგში მეექვსე ადგილი უკავია.

0.123459