ფეხბურთი

19:49 | 14.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

მალდინი: "მსოფლიოს ჩემპიონატი ყოველ ორ წელში? არასწორი პროექტია და ფიფამ უარი უნდა თქვას"

იტალიური „მილანის“ ტექნიკურმა დირექტორმა პაოლო მალდინიმ მსოფლიოს ჩემპიონატის ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ჩატარების იდეა დაიწუნა. ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, რომელსაც მსოფლიოს ოთხ ჩემპიონატზე უთამაშია, აღნიშნა, რომ ეს იდეა ფეხბურთის ასწლოვან ტრადიციას წაშლის.

„არ ვფიქრობ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ჩატარება კარგი იდეაა, ეს მსოფლიოს ყველაზე უნიკალური სპორტული მოვლენის მნიშვნელობას წაართმევს, წაშლის ტრადიციას, რომელიც უკვე 100 წლისაა. როგორც სპორტსმენი, ვიმედოვნებ, რომ ფიფა ამ არასწორ პროექტზე უარს იტყვის.

საკლუბო და სანაკრებო კალენდრის დაყოფა? ფიფას მიერ შემოთავაზებული ორთარიღიანი კალენდარი ძალიან უარყოფითად აისახება ფეხბურთელების ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და შიდა ლიგების მომავალზე. ასეთი გადაწყვეტილება ფეხბურთის სამყაროს მრავალ რისკს მოუტანს და ეს იციან, როგორც სპორტსმენებმა, ისე ფედერაციებმა და კლუბებმა“, - თქვა მალდინიმ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ჩატარების იდეა, ისევე, როგორც საკლუბო და სანაკრებო კალენდრების განცალკევება, ფიფას და კერძოდ, არსენ ვენგერს ეკუთვნის. ფიფა ორივე საკითხს აქტიურად განიხილავს და მის შემოღებასაც აპირებს.

0.117027