ფეხბურთი

19:14 | 14.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფერან ტორესი თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ვერ ითამაშებს

„მანჩესტერ სიტისა“ და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი ფერან ტორესი ტრავმირებულია. მან დაზიანება ერთა ლიგის ფინალში, საფრანგეთის ნაკრებთან მატჩში მიიღო.

სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა ფეხის მოტეხილობა და სამედიცინო შტაბის ვარაუდით, ტორესს თვეზე მეტ ხანს მოუწევს ლაზარეთში ყოფნა.

მიმდინარე სეზონში ფერან ტორესმა 6 მატჩი ჩაატარა „მანჩესტერ სიტიში“ და 2 გოლი გაიტანა, ხოლო ერთა ლიგის ნახევარფინალში ესპანეთმა იტალია მისი დუბლით დაამარცხა (2:1).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.097821