ფეხბურთი

18:41 | 14.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" არაუხო გამოაკლდა

„ბარსელონას“ მცველი რონალდ არაუხო სანაკრებო შეკრებაზე დაშავდა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ ითამაშებს.

ფეხბურთელის სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ დაზიანება სერიოზულია და უახლოეს მატჩებს გამოტოვებს, მაგრამ მოედანზე მისი დაბრუნების ზუსტი თარიღი უცნობია.

მიმდინარე სეზონში რონალდ არაუხომ „ბარსელონას“ მაისურით 9 მატჩი ჩაატარა და 1 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113976