ფეხბურთი

17:30 | 14.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტრავმა სერიოზული არ გამოდგა და მიქაუტაძე სათამაშოდ მზადაა

საქართველოს ნაკრებისა და „სერანის“ თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის ტრავმა სერიოზული არ გამოდგა და უახლოეს შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს.

ბელგიური მედიის ცნობით, 20 წლის ქართველი ფორვარდი უკვე ვარჯიშობს და სათამაშოდ მზადაა. მიქაუტაძემ მცირე დაზიანება საქართველოსა და საბერძნეთის მატჩში მიიღო, რის გამოც კოსოვოსთან შეხვედრაში გუნდს ვერ დაეხმარა და შეკრება ნაადრევად დატოვა.

„სერანი“ ბელგიის იუპილერ ლიგის უახლოეს ტურში 16 ოქტომბერს, „უნიონს“ ესტუმრება. მიქაუტაძეს მიმდინარე სეზონში ბელგიის ჩემპიონატში 4 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი და ბოლო ტურში „ზულტე ვარეგემთან“ ჰეთ-თრიქი შეასრულა. გარდა ამისა, ბელგიის თასზეც შეძლო ჰეთ-თრიქის გაფორმება და ბელგიაში დაბრუნების შემდეგ 5 თამაშში 7 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119811