ფეხბურთი

16:58 | 14.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: პედრიმ "ბარსელონასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

კატალონიის "ბარსელონამ" პედრის კონტრაქტი გაუხანგრძლივა. 18 წლის ფეხბურთელი "კამპ ნოუზე" 2026 წლის ზაფხულამდე დარჩება და ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

არაოფიციალური ცნობებით კი, პედრის გამოსასყიდი თანხა 1 მილიარდი ევრო იქნება. ნიჭიერ ფეხბურთელს კატალონურ გრანდში დიდ გეგმებს უკავშირებენ და ახალი გუნდის მშენებლობას მის გარშემო აპირებენ.

18 წლის ფეხბურთელი „ბარსელონამ“ 2020 წელს „ლას პალმასიდან“ დაიმატა და მას შემდეგ 56 მატჩში 4 გოლი გაიტანა. მიუხედავად ასაკისა, მან ესპანეთის ნაკრებში უკვე 10 თამაშის ჩატარება მოასწრო და ევროპის ჩემპიონატზე იმდენად გაიბრწყინა, რომ „ოქროს ბურთის“ 30 ნომინანტს შორის მოხვა.

0.111752