ფეხბურთი

14:48 | 14.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

აგუერო: „ბარსელონაში“ მესის გულისთვის გადმოვედი, ის კი პარიზში წავიდა“

„ბარსელონას“ ახალწვეულმა, სერხიო აგუერომ, ჟურნალისტებს თავის კატალონიურ ტრანსფერზე და ლინელ მესის გუნდიდან წასვლაზე გაუზიარა აზრი.

„არ ვნანობ „ბარსელონაში“ გადმოსვლას. ბევრი ფეხბურთელი ოცნებობს მისი მაისურის მორგებაზე, როგორ მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს კლუბი. თუმცა, აქ იმის იმედით გადმოვედი, რომ მესისთან ერთად ვითამაშებდი. მისმა წასვლამ კი შოკში ჩამაგდო, ვერ ვიჯერებდი მომხდარს. მერე მივედი ლეოსთან სახლში და დავაწყნარე, ვცდილობდი ცუდი ემოციები დამევიწყებინა.“ - ციტირებს არგენტინელის სიტყვებს El Pais.

აგუერო და მესი ოდინდელი მეგობრები არიან და არგენტინის ნაკრებში ყოფნისას, ყოველთვის თანამეოთახეები ბრძანდებიან.

0.115247