უხლოეს ხანში „გენკის“ თავდამსხმელმა, პოლ ონუაჩომ, შესაძლოა, კლუბი შეიცავლოს. საქმე ის არის, რომ მისით „ატლეტიკო“ და „ინტერი“ დაინტერესდნენ - გვამცნობს CalcioMercato.
21 წლის ნიგერიელი შემტევი 201 სანტიმეტრ სიმაღლისაა.
„ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ, ჟურნალისტებს უთხრა: ონუაჩოს გადაბირება იმიტომ მსურს, რომ ჩემი ფორვარდებისგან აბსოლუტურად განსხვავებულიაო.
„ინტერის“ სპორტული დირექტორი, ბეპე მაროტა კი ონაუჩოში ედინ ჯეკოს შემცვლელს ხედავს.
„გენკი“ ნიგერიელში 25 მილიონ ევროს ითხოვს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია