ფეხბურთი

11:24 | 14.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფოდენი „სიტისთან“ კონტრაქტს გაახანგრძლივებს

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი, ფილ ფოდენი, კლუბის ხელმძღვანელობასთან ხელშეკრულების გაგრძელების თაობაზე მოლაპარაკებას აგრძელებს, რომლის დამთავრების შემდეგაც, ის ექვსწლიან კონტრაქტს გააფორმებს „ქალაქელებთან“ - გვამცნობს Goal.

ფოდენის ახლანდელი კონტრაქტი კლუბთან 2024 წლის ზაფხულამდეა გათვლილი, მაგრამ ხელმძღვანელობა კმაყოფილია მისი თამაშით და საჩუქრად ახალ ხანგრძლივ ხელშეკრულებას სთავაზობს.

21 წლის ფოდენს სეზონის დასაწყისი ტრავმის გამო გაუცდა. თუმცა დაბრუნდა თუ არა, შესანიშნავად წარმოაჩინა თავი, ორი ბურთი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი შეასრულა.

0.103661